21-22 ოქტომბერს გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით ექსპო ჯორჯიას საგამოფენო სივრცეში ქალ მეწარმეთა პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა.
ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა შერჩეული 160 ქალი მეწარმე, რომელთა შორის ჩვენი თანადამფუძნებელი თამთა ჭოჭუა და ბრენდი მაქმანი ვუდი მოხვდა.
წელს უკვე მეორეჯერ მივიღეთ მონაწილეობა ამ ღონისძიებაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენნაირი მცირე მეწარმეების განვითარებისა და მხარდაჭერისთვის. წლის ბოლომდე კი ისევ მივიღებთ მონაწილეობას რამდენიმე წინასაახალწლო გამოფენა-გაყიდვაში, რომლის ანონსაც აუცილებლად გავაკეთებთ ჩვენს სოციალურ ქსელებში.
ჩვენს მეგობრებსა და მომხმარებლებს დიდ მადლობას გიხდით მოსვლისა და მხარდაჭერისთვის.