სერვირების დაფა გამოიყენება საკვები პროდუქტის სერვირებისთვის, როგორიცაა ხემსი (ყველი, ძეხვი, თხილეული), მშრალი საჭმელი, ხილი, ჩირეული. შესაძლებელია მასზე, როგორც უცხიმო, ასევე ცხიმიანი საკვების განთავსება. დაფა ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ საჭრელ დაფად.
მაქმანი ვუდის სერვირების დაფები თავისი ფორმითა და ზომით არის უნიკალური.
- გრავირებულია ქართული ორნამენტი
- სერვირების დაფა დამზადებულია მასიური მუხის ხისგან
- დაფა დაფარულია სპეციალური ხის ზეთით, რომელიც თავსებადია საკვებ პროდუქტთან
მასალა:
გამოყენებულია გამომშრალი მასიური მუხის ხე. ზოგ ადგილას შესაძლებელია ხეზე იყოს გამოყენებული ხის შავი ფერის ფითხი.
მოვლის წესი:
ჩვენ ვიყენებთ გამომშრალ მუხისა და კაკლის ხეს, შესაბამისად სერვირების დაფის გამოყენების შემდეგ უმჯობესია მისი გარეცხვა/გასუფთავება მოხდეს გამოყენებისთანავე.
- არ ჩატოვოთ წყლიან ნიჟარაში.
- ირეცხება ცივი ან ცხელი წყლით; შესაძლებელია გამოიყენოთ სარეცხი საშუალება
- დაფის ჭურჭლის სარეცხ მანქანაში გარეცხვა, როგორც ზოგადად ნებისმიერი ხის პროდუქციის გარეცხვა იწვევს მისი ზედაპირის დაზიანებას
- დაფის სახეხის სინის ან უხეში ჯაგრისის ზემოქმედებით გახეხვა გამოიწვევს მისი ზედაპირის დაზიანებას
- მოარიდეთ დიდი ხნით მზის პირდაპირ სხივებს
- შეინახეთ მშრალ ადგილას
- დაფა გამოიყენება სერვირებისთვის ანუ მასზე საკვები პროდუქციის დასადებად, მათ შორის ცხიმიანი საკვების დადებაც შესაძლებელია (ყველი, ძეხვი), დაფაზე დაჭრა გამოიწვევს დროთა განმავლობაში მისი ზედაპირის დაზიანებას
მუხის ხისგან დამზადებული სხვა დაფები შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე