კაკლის ხისგან დამზადებული სერვირების დაფა / ყველის დაფა, ქართული ავთენტური ორნამენტის გრავირებით. დამუშავებულია ხელით. დაფა დაფარულია სპეციალური ხის ზეთით, რომელიც თავსებადია საკვებთან.
დაფაზე გრავირებულია ნიკორწმინდაში აღმოჩენილი ქართული ორნამენტი, რომელიც თარიღდება 1014-1024წლებით სერვირების დაფა გამოიყენება მაგიდაზე აპეტაიზერების, სნექების, ღვინოსთან მისაყოლებელი ყველი/ძეხვისა და სხვა ტიპის საკვების მისართმევად. იქიდან გამომდინარე რომ ხე არის ბუნებრივი, შესაძლებელია რეალური ფერი და განსხვავდებოდეს ფოტოზე მოცემულისგან, იყოს ოდნავ ღია/მუქი ფერის.
გარეცხეთ თბილ ან ცივ წყალში, სარეცხი გელის საშუალებით. გარეცხეთ ხელით.
დამზადებულია საქართველოში