მუხის ხისგან დამზადებული სერვირების დაფა სახელურებით, ქართული ავთენტური ორნამენტის გრავირებით. დამუშავებულია ხელით. დაფა დაფარულია სპეციალური ხის ზეთით, რომელიც თავსებადია საკვებთან.
დაფაზე გრავირებულია მე-19 საუკუნის ბუხრის მორთულობის ფრაგმენტი თრიალეთიდან.
სერვირების დაფა გამოიყენება მაგიდაზე აპეტაიზერების, სნექების, ღვინოსთან მისაყოლებელი ყველი/ძეხვისა და სხვა ტიპის საკვების მისართმევად.
ზომა 21*49 სმ. სახელურები უჟანგავი მეტალი.
იქიდან გამომდინარე რომ ხე არის ბუნებრივი, შესაძლებელია რეალური ფერი და განსხვავდებოდეს ფოტოზე მოცემულისგან, იყოს ოდნავ ღია/მუქი ფერის.
პროდუქტი არ არის მარაგში