მუხის ხისგან დამზადებული სერვირების დაფა, ქართული ავთენტური ორნამენტის გრავირებით. დამუშავებულია ხელით. დაფა დაფარულია სპეციალური ხის ზეთით, რომელიც თავსებადია საკვებთან. დაფაზე გრავირებულია ნიკოწმინდის ტაძარში არსებული ორნამენტი.
სერვირების დაფა გამოიყენება მაგიდაზე აპეტაიზერების, სნექების, ღვინოსთან მისაყოლებელი ყველი/ძეხვისა და სხვა ტიპის საკვების მისართმევად. იქიდან გამომდინარე რომ ხე არის ბუნებრივი, შესაძლებელია რეალური ფერი და განსხვავდებოდეს ფოტოზე მოცემულისგან, იყოს ოდნავ ღია/მუქი ფერის.
ზომა 19X68 სმ.
დამზადებულია საქართველოში
პროდუქტი არ არის მარაგში