მუხის სერვირების და საჭრელი დაფა M1002

საწყისი ფასი იყო: ₾155.00.მიმდინარე ფასი: ₾135.00.

არტიკული: M1002 კატეგორია: ,

ორიგინალური ქართული ორნამენტებით გრავირებული მუხის დაფა

მასალა: 100% ეკოლოგიურად სუფთა მასიური მუხის ხე, დამუშავებული კვებისთვის უსაფრთხო ზეთით.
ზომები: 1.8X15X41სმ
წონა: 0.780კგ

გაალამაზეთ თქვენი სუფრა მაქმანი ვუდის უნიკალური სერვირების დაფით. იდეალურია სხვადასხვა დელიკატესების – ყველის, ძეხვის, თხილეულის, ასევე მშრალი საჭმლის, ხილისა და ჩირეულის მოსაწყობად.

დაფა დამზადებულია მასიური მუხის ხისგან და დაფარულია საკვებისთვის უსაფრთხო ზეთით, რაც საშუალებას გაძლევთ მასზე მოათავსოთ როგორც უცხიმო, ისე ცხიმიანი პროდუქტები.

მაქმანი ვუდის თითოეული სერვირების დაფა გამოირჩევა განსხვავებული ფორმითა და ზომით, რაც მას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.

დაფებს ამშვენებს ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან აღებული, ტრადიციული თუ თანამედროვე ორნამენტები, ამოტვიფრული დაფის ზედაპირზე.

მოვლის რეკომენდაციები: გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ გაასუფთავეთ/გარეცხეთ. მოერიდეთ წყლიან გარემოში დიდხანს დატოვებას. რეცხვისთვის გამოიყენეთ ცივი ან ცხელი წყალი და საჭიროების შემთხვევაში, ნეიტრალური სარეცხი საშუალება.

არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და არ გამოიყენოთ უხეში საწმენდი საშუალებები. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და შეინახეთ მშრალ ადგილას.

მუხის სხვა ნაირსახეობა შეგიძლიათ იხილოთ მუხის დაფების კატეგორიაში 

‼️შენიშვნა: იყიდება მხოლოდ დაფა, დაფაზე არსებული საკვები არის მხოლოდ წარმოდგენილი, აღსაქმელად როგორ შეიძლება გამოიყენოთ სერვირებისთვის.

წონა 0.780 კგ
ზომები 41 × 15 × 1.8 სმ
მასალა

მუხა

en_US