



კაკლის სერვირების და საჭრელი დაფა K1012
საწყისი ფასი იყო: ₾105.00.₾85.00მიმდინარე ფასი: ₾85.00.
მასიური კაკლის ხისგან დამზადებული სერვირების დაფა
მასალა: 100% ეკოლოგიურად სუფთა მასიური კაკლის ხე, დამუშავებული კვებისთვის უსაფრთხო ზეთით.
ზომები: 4/5X15X26სმ
წონა: 0.900კგ
გაალამაზეთ თქვენი სუფრა მაქმანი ვუდის უნიკალური სერვირების დაფით. იდეალურია სხვადასხვა დელიკატესების – ყველის, ძეხვის, თხილეულის, ასევე მშრალი საჭმლის, ხილისა და ჩირეულის მოსაწყობად.
დაფა დამზადებულია მასიური კაკლის ხისგან და დაფარულია საკვებისთვის უსაფრთხო ზეთით, რაც საშუალებას გაძლევთ მასზე მოათავსოთ როგორც უცხიმო, ისე ცხიმიანი პროდუქტები.
მაქმანი ვუდის თითოეული სერვირების დაფა გამოირჩევა განსხვავებული ფორმითა და ზომით, რაც მას განსაკუთრებულ ელფერს სძენს.
დაფებს ამშვენებს ქართული კულტურული მემკვიდრეობიდან აღებული, ტრადიციული თუ თანამედროვე ორნამენტები, ამოტვიფრული დაფის ზედაპირზე.
მოვლის რეკომენდაციები: გამოყენების შემდეგ დაუყოვნებლივ გაასუფთავეთ/გარეცხეთ. მოერიდეთ წყლიან გარემოში დიდხანს დატოვებას. რეცხვისთვის გამოიყენეთ ცივი ან ცხელი წყალი და საჭიროების შემთხვევაში, ნეიტრალური სარეცხი საშუალება.
არ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში და არ გამოიყენოთ უხეში საწმენდი საშუალებები. მოარიდეთ მზის პირდაპირ სხივებს და შეინახეთ მშრალ ადგილას.
კაკლის სხვა ნაირსახეობა შეგიძლიათ იხილოთ კაკლის დაფების კატეგორიაში
‼️შენიშვნა: იყიდება მხოლოდ დაფა, დაფაზე არსებული საკვები არის მხოლოდ წარმოდგენილი, აღსაქმელად როგორ შეიძლება გამოიყენოთ სერვირებისთვის.
| წონა | 0.900 კგ |
|---|---|
| ზომები | 26 × 15 × 4.5 სმ |
| მასალა | კაკალი |







