წესები და პირობები
1. შესავალი
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება მაქმანი ვუდის ონლაინ მაღაზიაში ("კომპანია", "ჩვენს", "ჩვენი", "ჩვენ")!
აღნიშნული მომსახურების წესები და პირობები ("პირობები", "მომსახურების პირობები") არეგულირებს თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებას. ვებ-გვერდი განთავსებულია მისამართზე - https://www.maqmaniwood.ge (ერთად ან ცალკე "სერვისი"), რომელიც ოპერირებს მაქმანი ვუდი-ს მიერ.
ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკა, განსაზღვრავს ჩვენი სერვისის გამოყენებას და განმარტავს, თუ როგორ ვაგროვებთ, ვიცავთ და გავცემთ ინფორმაციას, რომელსაც ვიღებთ თქვენ მიერ ჩვენი ვებ-გვერდების გამოყენების შედეგად.
ჩვენსა და თქვენ შორის შეთანხმება (კონტრაქტი) მოიცავს აღნიშნულ წესებს, პირობებს და ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას (”შეთანხმებები”). თქვენ აცნობიერებთ, რომ წაიკითხეთ და გესმით შეთანხმებები და ეთანხმებით მათ.
თუ არ ეთანხმებით შეთანხმებებს (ან ვერ შეასრულებთ), შეგიძლიათ არ ისარგებლოთ ჩვენი მომსახურებით, მაგრამ გთხოვთ, შეგვატყობინოთ ელ. ფოსტაზე maqmaniwood@gmail.com იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ არსებული სიტუაციიდან გამოსავლის მოძიება. ეს პირობები ვრცელდება ყველა ვიზიტორზე, მომხმარებელზე და სხვა სერვისებზე წვდომის მსურველზე.
2. კომუნიკაცია
ჩვენი სერვისის გამოყენებით, თქვენ თანხმობას აცხადებთ სიახლეების, მარკეტინგული ან სარეკლამო მასალების და სხვა ინფორმაციის მიღებაზე, რომელიც შეიძლება ჩვენგან იქნას გამოგზავნილი. ამასთან, თქვენ შეიძლება უარი თქვათ ზემოთ აღნიშული ინფორმაციის მიღებაზე ჩვენს ელ. ფოსტაზე maqmaniwood@gmail.com გამოწერის გაუქმების თაობაზე შეტყობინებით.
3. შეძენა/ყიდვა
თუ გსურთ შეიძინოთ პროდუქტი ან მომსახურება, რაც ხელმისაწვდომია მომსახურების საშუალებით (”შესყიდვა”), ამისათვის შეიძლება საჭირო გახდეს თქვენი შესყიდვისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოწოდება, მათ შორის და არა მარტო, საკრედიტო ან სადებეტო ბარათის ნომერი, თქვენი ბარათის ვადის გასვლის თარიღი, თქვენი რეგისტრაციის მისამართი და მიწოდებისთვის საჭირო ინფორმაცია.
თქვენ წარმოადგენთ და გარანტიას იძლევით, რომ: თქვენ გაქვთ იურიდიული უფლება გამოიყენოთ ნებისმიერი ბარათი(ებ)ი ან გადახდის სხვა მეთოდი(ებ)ი ნებისმიერი შეძენასთან დაკავშირებით; და რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის ნამდვილი, სწორი და სრულყოფილი.
გადახდისა და შესყიდვების განხორციელებისათვის, შესაძლოა საჭირო გახდეს ჩვენი მხრიდან მესამე მხარის სერვისის გამოყენება. თქვენი ინფორმაციის მოწოდებით, თქვენ გვაძლევთ უფლებას, რომ მივაწოდოთ ეს ინფორმაცია მესამე მხარეს, რომელიც ექვემდებარება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკას.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას ნებისმიერ დროს უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა გარკვეული მიზეზების გამო, მათ შორის, მაგრამ არა მარტო: პროდუქტის ან მომსახურების ხელმისაწვდომობა, პროდუქტისა თუ მომსახურების აღწერილობაში ან ფასში შეცდომების არსებობა, შეცდომები თქვენს შეკვეთაში ან სხვა მიზეზები.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ ან გავაუქმოთ თქვენი შეკვეთა, თაღლითობის ან უნებართვო, ან უკანონო ტრანზაქციაზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში.
4. დაბრუნების პოლიტიკა
გადახდილი თანხის უკან დაბრუნება ხდება იმ შემთხვევაში, თუ შეძენილ ნივთს აღმოაჩნდა ქარხნული წუნი, ასევე თუ შენაძენი პროდუქტი აღმოჩნდა დაზიანებული ტრანსპორტირების დროს, მომხმარებელს აქვს უფლება მოითხოვოს ნივთის შეცვლა ან მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება.
თანხის დაბრუნება ხდება 5 სამუშაო დღის განმავლობაში მყიდველის საბანკო ანგარიშზე. ვებ გვერდზე ბარათით გადახდილი თანხის დაბრუნება ხორციელდება მომხმარებელის საბანკო ანგარიშზე გადმორიცხვით.
5. პროდუქცია
პროდუქციის სურათები, რომელიც განთავსებულია ვებგვერდზე არის მხოლოდ საილუსტრაციო ხასიათის. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობთ, ფერები იყოს ზუსტად ასახული, არ შეგვიძლია მოგცეთ გარანტია, რომ თქვენი კომპიუტერის ეკრანზე გამოსახულება ასახავს პროდუქციის რეალურ ფერს.
6. ანალიტიკა
ჩვენ შესაძლოა გამოვიყენოთ მესამე მხარის მომსახურება, ჩვენი სერვისის გამოყენების მონიტორინგისა და ანალიზისთვის.
7. ანგარიშები
როდესაც თქვენ ქმნით ანგარიშს ჩვენს ვებ-გვერდზე, თქვენ ადასტურებთ, რომ თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია ზუსტი, სრულყოფილი და აქტუალურია ნებისმიერი დროისთვის. არასწორმა, არასრულმა ან მოძველებულმა ინფორმაციამ შესაძლოა გამოიწვიოს თქვენი ანგარიშის დაუყოვნებლივი გაუქმება.
თქვენ ხართ პასუხისმგებელი თქვენი ანგარიშისა და პაროლის კონფიდენციალურობის შენარჩუნებაზე. თქვენ ეთანხმებით პასუხისმგებლობის აღებას თქვენს ანგარიშთან ან/და პაროლთან დაკავშირებულ ნებისმიერ და ყველა აქტივობასა თუ ქმედებაზე. თქვენ დაუყოვნებლივ უნდა გვაცნობოთ თქვენი ინფორმაციას უსაფრთხოების დარღვევის ან თქვენი ანგარიშის უნებართვოდ გამოყენების შესახებ.
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას უარი ვთქვათ მომსახურებაზე, შევადგინოთ ანგარიშები, ამოვიღოთ ან შეცვალოთ შინაარსი, ან შევაჩეროთ შეკვეთები ჩვენი შეხედულებისამებრ.
8. შეწყვეტა
ჩვენ შეგვიძლია შევწყვიტოთ ან შევაჩეროთ თქვენი ანგარიში და სერვისზე წვდომა დაუყოვნებლივ, წინასწარი შეტყობინების გარეშე ან პასუხისმგებლობის გარეშე, ჩვენი შეხედულებისამებრ, რაიმე მიზეზის გამო და შეზღუდვის გარეშე, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ პირობების დარღვევის შემთხვევაში.
თუ გსურთ ანგარიშის შეწყვეტა, შეგიძლიათ უბრალოდ შეწყვიტოთ მისი გამოყენება.
9. მარეგულირებელი კანონი
წესები და პირობები რეგულირდება და ინტერპრეტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შესაბამისი მარეგულირებელი კანონის ფარგებში, მასთან კონფლიქტში მყოფი დებულებების გათვალისწინების გარეშე.
ჩვენ მიერ ამ პირობების რაიმე უფლების ან დებულებების შეუსრულებლობა, არ განიხილება ამ უფლებების უგულებელყოფად. თუ ამ პირობების რომელიმე დებულება სასამართლოს მიერ ბათილად ან კანონიერი ძალის არმქონედ ჩაითვლება, ამ პირობების დარჩენილი დებულებები რჩება მოქმედად.
10. ცვლილებები სერვისში
ჩვენ ვიტოვებთ უფლებას, შევიტანოთ ცვლილებები ჩვენს მომსახურებაში, ჩვენი შეხედულებისამებრ. პერიოდულად, ჩვენ შეიძლება შევზღუდოთ წვდომა მომსახურების ზოგიერთი ნაწილზე ან მთლიან სერვისზე, მომხმარებლებზე, მათ შორის რეგისტრირებულ მომხმარებლებზე.
11. დასტური/თანხმობა
ჩვენი სერვისით ან ჩვენ მიერ მოწოდებული სხვა სერვისის გამოყენებით, ადასტურებთ, რომ წაიკითხეთ და გაეცანით ამ წესებსა და პირობებს და ეთანხმებით მათ.
12. დაგვიკავშირდით
გთხოვთ, თქვენი გამოხმაურება, კომენტარები, ტექნიკური დახმარების მოთხოვნა გამოაგზავნოთ ელ. ფოსტაზე: maqmaniwood@gmail.com